კვირა, 22.12.2024, 20:08
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 12


"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა, რომელმაც მარცხენა ფეხის კუნთების ტრავმა მოირჩინა, აღნიშნა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში სკუდეტოს მოგების იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

ფორვარდის თქმით, ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება.

"დიდი იმედი მაქვს, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონატს მოვიგებთ. დიახ, იოლი ამოცანა არ არის, მით უმეტეს, თუ ჩვენი კონკურენტების ქულათა უპირატესობას გავითვალისწინებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, იმედი ბოლოს კვდება.

ვეცდებით სეზონის ბოლომდე ჩემპიონთა ლიგის და იტალიის თასის გათამაშებას არ გამოვეთიშოთ, ასე კი შესაძლოა ტიტულის მოგების შანსიც გაგვიჩნდეს", - განაცხადა ფორლანმა.
ნანახია: 627 | დაამატა: interista | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (4)



"ინტერის" მცველი კრისტიან კივუ შესაძლოა 2012 წლის ზაფხულში "აიაქსში" დაბრუნდეს.

ფეხბურთელის კონტრაქტის ვადა იტალიურ კლუბთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება. "ინტერის" ხელმძღვანელობა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მცველთან მოლაპარაკებებს ჯერ არ აწარმოებს.

თავად კივუ კი გუნდში საკუთარი პოზიციით უკმაყოფილოა და დაცვის ცენტრში სურს ადგილის დამკვიდრება. შეგახსნებთ, რომ ის დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობს.
ნანახია: 690 | დაამატა: interista | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (4)



მილანის "ინტერის" ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის აზრით, "ნერაძურის" წარუმატებლობის მიზეზი, სასტარტო და სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელებს შორის თამაშის ხარისხში დიდი სხვაობაა.

ჰოლანდიელი იმედოვნებს, რომ ტრავმირებული მოთამაშეების დაბრუნება გუნდის თამაშზე დადებითად აისახება.

ამასთან, სნეიდერის თქმით, "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე ასაკოვანი გუნდია. თუმცა რა გავლენას ახდენს ეს ამბავი "ინტერის" ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაზე, ფეხბურთელს არ აუხსნია.
ნანახია: 732 | დაამატა: interista | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (4)



მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა ტრავმა მოიშუშა.

დაგეგმილია, რომ ორშაბათს ურუგვაიელი ფორვარდი ტრავმის შემდეგ საერთო ჯგუფთან პირველად ივარჯიშებს, თუმცა მოედანზე მისი დაბრუნდების ვადა ჯერჯერობით უცნობია. ფორლანმა ფიზიკური კონდიციები უნდა აღიდგინოს.

გამომდინარე აქედან, იტალიის ჩემპიონატში 19 ნოემბერს "კალიარისთან" შეხვედრაში დიეგო ვერ ითამაშებს, მაგრამ 27 ნოემბერს "სიენასთან" მატჩში შესაძლოა ურუგვაელი მოედანზე ვიხილოთ.
ნანახია: 589 | დაამატა: interista | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (1)


inter



Calciomercato.com ინფრომაციით ინტერი მზადა არენდით გაუშვას რომელიმე გუნდში კოუტინიო.

 19 წლის ფეხბურთელს ტრამვები აწუხებდა, როდესაც მან მოირჩინა ტრამვა და ფორმაშიც დაიწყო შესვლა, მთავარი მწვრთნელის ადგილი კლაუდიო რანიერიმ დაიკავა. მან კიდევ აითვალისწუნა ფეხბურთელი, და ვერ ხედავ მის ადგილს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ამიტომ ინტერმა გადაწყვიტა რომ მეტი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ფეხბურთელი რომელიმე გუნდს მისცეს არენდის წესით. მსურველები ჯერჯერობით ორია ესპანური "მალაგა" და იტალიური "კიევო.

ნანახია: 615 | დაამატა: inter | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (4)




ინტერის ლიდერს მიაჩნია რომ მისი ახლაგზარდა თამანემამულე ძირითადის მოთამაშე გახდება ინტერში. 19 წლის ლუკ კასტენონასი ზაფხულში გადავიდა ინტერში ჰოლანდიური ფეინორდიდან–დან, მაგრამ ჯერჯერობით ნაკლებ დროს ატარებს მოედანზე. 

 ვარჯიშებზე ის შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ ჯერჯერობით თამაშებში არ უმართლებს. მას ადაბტაციის გავლა ესაჭიროება. 

 ეს ნორმალური როდესაც ახალგაზრდა მოთამაშე ასეთ დიდ კლუბში გადმოდის, მან ანახა ყველას რაც შეძლია, მას ყველაფერი ჯერჯერობით წინ აქვს.–განაცხადა ვესლი სნაიდერმა

ნანახია: 690 | დაამატა: inter | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (2)


vcvcvcvc


მილანის ინტერის ტრავმირებულმა ფეხბურთელმა დიეგო ფორლანმა განაცხადა, რომ არ იცის, როდის დაუბრუნდება მოედანს.

 თითქმის გამოვჯანმრთელდი, მაგრამ დაბრუნების ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით. რამდენიმე სამედიცინო შემოწმებას გავივლი და იმედია, ყველაფერი გაირკვევა. ახლა მარტო ვვარჯიშობ და ვცდილობ, კარგ ფორმაში ჩავდგე. ფეხბურთში ლოგიკა არ არსებობს. ხანდახან კარგად თამაშობ, მაგრამ შედეგი არ გაქვს. არის შემთხვევები, როცა პირიქითაა. ახლა ჩემპიონატში კარგად ვთამაშობთ, მაგრამ იღბალი გვაკლია. ჩემი მიზანი მოედანზე მოკლე დროში დაბრუნება და ყველა მატჩში გოლის გატანაა, - განაცხადა ურუგვაელმა Football Italia-სთან ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 582 | დაამატა: inter | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (1)




ტურინის იუვენტუსის ყოფილ გენერალურ დირექტორ ლუჩანო მოჯის ნეაპოლის სასამართლომ 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ 74 წლის მოჯიმ მატჩების გარიგებაში მონაწილეობა არ აღიარა, სასამართლომ ის დამნაშავედ მაინც სცნო. თუმცა, ჯერჯერობით, მას ციხეში ყურყუტი არ მოუწევს, რადგან განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა და მოჯის ადვოკატები აპელაციის შეტანას აპირებენ.
 ბებერი ქალბატონის ყოფილ გენერალურ მენეჯერ ანტონიო ჯირაუდოს სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა, ხოლო მსაჯთა კ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 610 | დაამატა: inter | თარიღი: 12.11.2011 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter