კალიარისთან იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მილანის ინტერის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვესლი სნეიდერმა ტრავმა მიიღო. ჰოლანდიელი მოთელვებს აკეთებდა, როცა ტკივილი იგრძნო. Football Italia-ს ცნობით, ნახევარმცველის ტრავმის სირთულე, ჯერჯერობით, უცნობია.
აღსანიშნავია, რომ 27 წლის ნახევარმცველი მინდორს სულ ახლახანს დაუბრუნდა. მას სეზონის საწყისი ტურები ფეხის ტრავმის გამო გაუცდა.
შეგახსენებთ, რომ სნეიდერის ნაცვლად, მინდორზე ახალგაზრდა ფელიპე კოუტინიუ გავიდა, რომელიც მატჩში მე-2 გოლის ავტორი გახდა. მანამდე, ინტერი ტიაგო მოტამ დააწინაურა. მატჩის მიწურულს, კლაუდიო რანიერის შეგირდებმა საკუთარ კარში გოლი მიიღეს, მაგრამ გამარჯვება ხელიდან არ გაუშვიათ. შედე
...
კითხვის გაგრძელება »