მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22
B ჯგუფი "ტრაბზონსპორი"-"ინტერი" პირველ ტურში წაგების შემდეგ, "ინტერმა” ზედიზედ 3 თამაში მოიგო და ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსი დაიბრუნა. დღეს, მილანელები სწორედ იმ "ტრაბზონსპორს” დაუპირისპირდებიან, რომლებთანაც საწყის ტურში დამარცხდნენ. მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, "ინტერი” არა მხოლოდ 1/8-ფინალის საგზურს, არამედ პირველ ადგილს გაინაღდებს. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ კლაუდიო რანიერის გუნდი ქულას მოიპოვებს, ხოლო ცსკა "ლილს” ვერ დაამარცხებს. "ინტერი” მინიმუმ მე-2 ადგილს გაინაღდებს, თუ თურქეთში არ წააგებს, ან "ლილი” ცსკა-ს დაამარცხებს. ჩემპიონთა ლიგის გასული ტურის შემდეგ, "ტრაბზონსპორმა” თურქეთის ჩემპიონატში 2 თამაში ჩაატარა და თავი ოთხ ქულას მოუყარა. "ინტერმა” ლიგის თამაშის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ითამა
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
733
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
22.11.2011
|
|
თურქული "გალათასარაი” მილანის "ინტერის” ნახევარმცველის, ესტებან კამბიასოს გადაბირებას ზაფხულიდან მოყოლებული ცდილობს, მაგრამ იტალიური მხარე ფეხბურთელის გასხვისებაზე უარს აცხადებს.
"კამბიასოს შეძენა დიდი ხანია გვინდა. ესტებანი ჩვენს გუნდს აშკარად გააძლიერებდა. ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც კიდევ რამდენიმე წელიწადი შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში. სამწუხაროდ, "ინტერს” მისი გაყიდვა არ სურს. ეტყობა, თავად არგენტინელსაც მილანში ყოფნა ურჩევნია”, - განაცხადა "გალათასარაის” პრეზიდენტმა ფათიჰ თერიმმა.
ნანახია:
559
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
22.11.2011
|
| |
|
|