მილანის ინტერის მეკარემ, ჟულიუ სეზარმა განაცხადა, რომ კლუბის შეცვლას არ აპირებს.
ინტერის ხელმძღვანელობასთან პრობლემები არ მაქვს. კლუბთან კონტრაქტი 2014 წლამდე მაკავშირებს და სულ ცოტა, ამ დრომდე მილანში ვითამაშებ. ნერაძურისთან ერთად გამარჯვებისთვის ბრძოლა მსურს. იმედია, ამ სეზონში რომელიმე ტიტულის მოპოვებას შევძლებთ, - განაცხადა ბრაზილიელმა მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ჟულიუ სეზარი "ინტერის ღირსებას 2005 წლიდან იცავს. მას მილანური კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩი აქვს გამართული.