ალვარო რეკობა – შესაძლოა, ბევრს დაავიწყდა ეს ფეხბურთელი, მაგრამ ამ 35 წლის კაცმა ურუგვაის ჩემპიონობის ბედი გადაწყვიტა. მონტევიდეოს ნასიონალმა ბოლო ტურში ლივერპულს სტუმრად 1:0 სძლია და ეს ერთადერთი ბურთი რეკობამ შეაგდო 79-ე წუთზე. "ნასიონალს" რომ ვერ მოეგო, ჩემპიონი დანუბიო გახდებოდა.
დრამატული ფინიში გამოვიდა: ბოლო ტურში ნასიონალისა და დანუბიოს გარდა, პენიაროლსაც ჰქონდა შანსი. საბოლოოდ, რეკობას გუნდმა 32 ქულა მოაგროვა, დანუბიომ - 31, ხოლო "პენიაროლმა" - 30.
არგენტინის მსგავსად, ურუგვაიშიც წელიწადში ორჯერ ტარდება ჩემპიონატი (ჯერ აპერტურა, მერე - კლაუსურა) და ნასიონალმა აპერტურა მოიგო. იცით, ვინ არის
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
607
|
დაამატა:
aleksandre
|
თარიღი:
05.12.2011
|