როგორც ჩანს, ინტერის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ დატოვოს გუნდში სარატე.
მაურო სარატეს არენდით გადმოყვანა ნერაძურის 2,7 მილიონი ევრო დაუჯდა და თან კონტრაქტში დარჩა პუნქტი: ინტერს შეუძლია გამოისყიდოს არგენტინელი 15,5 მილიონ ევროდ, მაგრამ "ინტერის" ხელმძღვანელობა ამხელა თანხის გადახდას არ აპრიებს.
ნახევარი სეზონის განმავლობაში სარატემ ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოახერხა იტალიის ჩემპიონატში. მან ჯამში 12 მატჩი ჩაატარა და გაიტანა მხოლოდ 1 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე "ცსკას" კარში.