მთავარი » 2011 » დეკემბერი » 08
მილანის "ინტერს" ბრემენის "ვერდერის" გამოცდილი პერუელი თავდამსხმელის, კლაუდიო პისაროს გადაბირება უნდა და როგორც ირკვევა, არც 33 წლის ფორვარდია უარზე.
ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგების ცნობით, დიდი შანსია, რომ ეს ტრანსფერი იანვარში განხორციელდეს. "ნერაძურის" პისაროთი დაინტერესების შესახებ თავიდან მხოლოდ იტალიური პრესა წერდა, ახლა კი, გერმანულმა გაზეთმა "ველტმა" ბრემენელთა გოლეადორის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც პისარო მოსალოდნელ ტრანსფერს ადასტურებს.
"დიახ, "ინტერს" მართლაც სურს ჩემი გადაბირება და არც იმას დავმალავ, რომ მეც დაინტერესებული ვარ," - ამბობს პისარო "ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
მას "ვერდერთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. პისაროს მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
616
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
08.12.2011
|
|
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დიეგო მილიტო მილანის "ინტერს” დატოვებს. "ნერიაძურის” ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს არგენტინელი ფორვარდის შემცვლელეს და თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მილანელებმა "რომას” თავდამსხმელს მარკო ბორიელოს დაადგეს თვალი.
ევროპული პრესის ცნობით, "პარი სენ-ჟერმენი” მზადაა მილიტოს სანაცვლოდ "ინტერს” 6 მლნ. ევრო გადაუხადოს. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მილანური კლუბი იძულებული გახდება შეტევითი ხაზი ახალი ფეხბურთელით გააძლიეროს.
შეგახსენებთ, რომ ბორიელო "რომაში” "მილანიდან” გადავიდა. ამის მიუხედავად, 29-წლის ფორვარდის "შავ-ლურჯებში” გადასვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
ნანახია:
584
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
08.12.2011
|
| |
|
|