ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2011 წლის საუკეთესო მეკარე გამოავლინა. 248 ქულით, პირველი ადგილი მადრიდის რეალის კარის დარაჯმა, იკერ კასილიასმა დაიკავა. ესპანელმა მე-2 ადგილზე გასულ მანუელ ნოიერს 118 ქულით აჯობა.
2011 წლის საუკეთესო მეკარეთა ათეული ასე გამოიყურება: 1) იკერ კასილიასი ("რეალი”) – 248 ქულა. 2) მანუელ ნოიერი ("ბაიერნი”) – 130 3) ვიქტორ ვალდესი ("ბარსელონა”) – 114 4) ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსი”) – 63 5) პეტრ ჩეხი ("ჩელსი”) – 41 6) ფერნანდო მუსლერა ("გალათასარაი”) – 34 7) ჯო ჰარტი ("სიტი”) – 26 8) ჟულიუ სეზარი ( ინტერი ) – 23 9) ხუსტო ვილარი ("ესტუდიანტესი”) – 17 10) ედვინ ვან დერ სარი ("მანჩესტერი”) – 16.
|