მთავარი » 2012 » იანვარი » 02
იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში "სან-სიროზე” მილანური დერბი გაიმართება. "ინტერის” თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი თვლის, რომ "მილანთან” გამარჯვების მოპოვება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დასაბრუნებლად ერთგვარი პლაცდარმი იქნება.
"მილანური დერბი შესაძლოა ჩვენთვის 2012 წლის ტრამპლინი გახდეს. "მილანთან” გამარჯვება ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დაგვიბრუნებს. ამ მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც სეზონის გადამწყვეტ შეხვედრას”, – პაცინის სიტყვები Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა.
"მილანსა” და "ინტერს” შორის მატჩი 15 იანვარს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
ნანახია:
618
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
02.01.2012
|
|
მილანის "ინტერი" "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ კარლოს ტევესისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
გავრცელებული ცნობით, 27 წლის არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის საკითხებით თვით "ნერაძურის" პრეზიდენტი, მასიმო მორატია დაკავებული, რომელიც უკვე დაუკავშირდა "ქალაქელთა" დამრიგებელს რობერტო მანჩინის და ფეხბურთელის გადაბირებაზე ესაუბრა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ინტერში" ტევესის ტრანსფერის ფასი 25 მლნ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს ტევესის იჯარით აყვანის სურვილი "მილანმა" განაცხადა, თუმცა "სიტი" ამ წინადადებას არ დაყაბულდა. "როსონერის" ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებების გაგრძელება იანვრისთვის გადადო, მაგრამ "ინტერის" მოულოდნელმა გააქტიურებამ "მილანს" საქმეები გაურთულა.
ნანახია:
680
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
02.01.2012
|
|
"ინტერის" კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ ხაზი გაუსვა, რომ გუნდი ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ კლაუდიო რანიერის სრულებით ენდობა.
არგენტინელის თქმით, სეზონის სტარტზე წარუმატებლობებს რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთაგან მთავარი მწვრთნელის შეცვლა და ფეხბურთელთა მრავალრიცხოვანი ტრავმებია.
"სეზონის დასაწყისში ჩვენს გუნდში მწვრთნელი შეიცვალა, ბევრი ფეხბურთელი ტრავმირებული იყო - ბუნებრივია, ყველაფერ ამას არ შეიძლებოდა შედეგზე გავლენა არ მოეხდინა.
მიუხედავად ამისა, სერია A-ში უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავედით. ჩვენ მწვრთნელს სრულებით ვენდობით და მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ", - თქვა ძანეტიმ.
ნანახია:
575
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
02.01.2012
|
|
"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ გასული წლის შეჯამებისას აღნიშნა, რომ გუნდისთვის შესვენებაზე მაჟორულ ნოტაზე გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
შეგახსენებთ, რომ სეზონის სტარტი მილანელთათვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა, თუმცა ბოლოს გუნდმა სტაბილურობის მოპოვება დაიწყო. ამ დროისთვის, კლაუდიო რანიერის შეგირდები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებენ და ლიდერებს "მილანს" და "იუვენტუსს" რვა ქულით ჩამორჩებიან.
"კმაყოფილი ვართ, რომ წლის ბოლოს მდგომარეობის მნიშვნელოვანწილად გამოსწორება შევძელით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წელი მაჟორულ ნოტაზე დაგვესრულებინა.
ახლა ყველა საფუძველი გვაქვს იმის იმედი გვქონდეს, რომ ამ წელს მხოლოდ მოვუმატებთ", - თქვა მილიტომ.
ნანახია:
586
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
02.01.2012
|
| |
|
|