პარასკევი, 27.06.2025, 05:55
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » იანვარი » 08


"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "პარმასთან" (5:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"როცა "ინტერში" დავიწყე მუშაობა, ჩვენი შედეგები მისაღები ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ახლა შესანიშნავ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ბიჭებმა საკუთარი თამაში იპოვეს და მატჩიდან მატჩამდე უკეთეს ფეხბურთს აჩვენებენ.

რომელ ადგილზე დავასრულებთ მიმდინარე ჩემპიონატს? არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ თამაშს შეუძლია. ვფიქრობ, დღევანდელი "ინტერი" თითქმის სრულყოფილია.

მილანურ დერბიმდე გუნდი საკმაოდ კარგად ათამაშდა, ამიტომ გულშემატკივრები ნამდვილ სანახაობას იხილავენ. იმედი მაქვს, რომ "როსონერისთან" შეხვედრისთვის ვესლი სნეიდერი და დიეგო ფორლანი მწყობრში იქნებიან", - განაცხადა რანიერიმ.

ნანახია: 628 | დაამატა: interista | თარიღი: 08.01.2012 | კომენტარი (4)



2012 წელი ზედიზედ მე-5 თამაშის მოგებით დაიწყო „ინტერმა", რომელმაც „პარმა" ჯუზეპე მეაცაზე გაანადგურა.

„ინტერმა" სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მშვიდად ყოფნის საბაბი უკვე მე-18 წუთზე მისცა, როდესაც მეტოქეს მე-2 გოლი გაუტანა. ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა. პირველი გოლი აქტივში თამაშის გმირმა, დიეგო მილიტომ ჩაიწერა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან რიკი ალვაერესის ჩაწოდების შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა. ხუთ წუთში, დაახლოებით 20 მეტრიდან ძალიან ძლიერი დარტყმით, ტიაგო მოტამ სტუმრები მეორედ დაამწუხრა. 41-ე წუთზე, მაიკონის ფლანგური გადაცემის შემდეგ, მოხდენილი თავურით, მილიტომ დუბლი გაიფორმა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 635 | დაამატა: interista | თარიღი: 08.01.2012 | კომენტარი (6)

საიტის მენიუ
«  იანვარი 2012  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
300
Copyright MyCorp © 2025    
 Fc.inter