მთავარი » 2012 » იანვარი » 18
რომის "ლაციოდან” მილანის "ინტერში” იჯარით მოთამაშე თავდამსხმელის, მაურო სარატეს აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი სეზონის ბოლომდე "ნერაძურიში” დარჩება. "მილანელთა აზრი რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რასაც პრესაში წერენ. "ინტერში” არ სურთ ისეთი ფეხბურთელის დაკარგვა, როგორიც სარატეა. დარწმუნებული ვარ, არგენტინელს კლაუდიო რანიერი სეზონის ბოლომდე არსად გაუშვებს”, - განუცხადა 24 წლის არგენტინელის აგენტმა Sportitalia-ს.
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
610
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
18.01.2012
|
|
მილანის "ინტერის” ნახევარმცველის, ვესლი სნეიდერის აგენტი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში, მისი კლიენტი კლუბს არ შეიცვლის. "სნეიდერის "ინტერში” დარჩენაში ეჭვი არ მეპარება. რამდენიმე დღის წინათ, თავად ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ ამაში 90%-ით დარწმუნებულია. რატომ არა 100%-ით? ვესლი არ მალავს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს შორის პრობლემებია. ვნახოთ, ფეხბურთში ყველაფერს უნდა ველოდეთ”, - განუცხადა სორენ ლერბიმ Calciomercato-ს.
ნანახია:
593
|
დაამატა:
interista
|
თარიღი:
18.01.2012
|
|
ინტერის ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ განაცხადა, რომ კარლოს ტევესზე მეტად იგი ალეშანდრო პატოს ხილვას ისურვებდა შავ-ლურჯ მაისურში.
მსოფლიო ჩემპიონი მცველის აზრით, მილანის შვიდიანი უფრო კარგად ათამაშდებოდა ნერიაძურიში ვიდრე როსონერიში თამაშობს.
არ მგონია ტევესი გადმოვიდეს, მე უფრო პატოს ხილვა მინდა.
ინტერში იგი ნამდვილ ვარვსკვლავად ჩამოყალიბდებოდა და ადაპტაციასთანაც არ ექნებოდა პრობლემები."
ჩვენ მას ძალიან თბილად მივიღებდით და კარგადაც მოვხედავდით.
იმედია ეს მართლაც მოხდება და პატო სწორედ იმ გუნდში აღმოჩნდება, სადაც ბედნიერი იქნება." -განაცხადა მატერაციმ.
ნანახია:
684
|
დაამატა:
inter
|
თარიღი:
18.01.2012
|
| |
|
|