ინტერის მცველის უტო ნაგატომოს განცხადებით, მის გუნდს შეუძლია 'მილანის' დამარცხება.
''ამ თამაშის გარშემო დაუჯერებელი გარემო სუფევს. მართალია, წინა წელს დერბიში არ მითამაშია, მაგრამ აღფრთოვანებული დავრჩი ნანახისაგან. მჯერა, რომ იაპონიაში ხალხი სპეციალურად დილის 4 საათზე გაიღვიძებს, რათა ამ შეხვედრას მიადევნონ თვალი. ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ჩემპიონატის ყველა დარჩენილი თამაშის მოგება და ამას ''მილანთან'' გასამართი შეხვედრიდან დავიწყებთ,''-განაცხადა ნაგატომომ.