სავარაუდო შემადგენლობები: "მილანი" (4-3-1-2): აბიატი; აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა; ზეედორფი, ვან ბომელი, ნოჩერინო; ბოატენგი; იბრაჰიმოვიჩი, რობინიო
"ინტერი" (4-4-2): ჟულიო ცეზარი; მაიკონი, ლუსიო, სამუელი, ნაგამოტო; ძანეტი, ტ. მოტა, კამბიასო, ალვარესი; პაცინი, მილიტო "მილანს" დაუბრუნდა ალესანდრო ნესტა, რომელიც სავარაუდოდ ტიაგო სილვასთან ერთად დაცვის ცენტრში გაირჯება. წინა შეხვედრაში, როცა "მილანმა" "ატალანტა" 2-0 დაამარცხა, ნესტამ დაისვენა, რათა ტრავმა ბოლომდე მოეშუშებინა. სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებენ მარჯვენა მცველი - იგნაციო აბატე და ნახევარმცველი - კლარენს ზეედორფი. "მილანს" ტრავმების გამო ალბერტო აკვილანი და ჯენარო გატუზო დააკლდებიან. თავდასხმაში ბრაზილიელი რობინიო და შვედი იბრაჰიმოვიჩი ითამაშებენ. ალბათ, "ინტერი" იმავე შემადგენლობით ითამაშებს, რომლითაც გუნდმა გასულ ტურში "პარმა" 5-0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ დიეგო ფორლანმაც და ვესლი სნეიდერმაც ტრავმები მოიშუშეს, ისინი, სავარაუდოდ, ადგილს სათადარიგოთა სკამზე დაიკავებენ. თავდასხმაში მილიტო-პაცინის დუეტი ითამაშებს. წინა შეხვედრაში ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა - მაიკონმა მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება. იცოდით? ● გასული საუკუნიდან მოყოლებული, "მილანი" და "ინტერი" ერთმანეთს 276-ჯერ შეხვდნენ, აქედან"როსონერიმ" 109 მატჩში იმარჯვა, 95-ჯერ წააგო და 72-ჯერ ფრედ ითამაშა. ● ამ სეზონში სერია ა-ში "მილანი" შედეგიანობით გამოირჩევა, გუნდმა 17 მატჩში 37 გოლი გაიტანა, ამ შედეგით"როსონერი" მეორე ადგილოსან "იუვენტუსს" 9 გოლით უსწრებს. ● იბრაჰიმოვიჩი სერია ა-ს წლევანდელი ჩემპიონატის ბომბარდირია, პირველ ადგილს შვედი დი ნატალესთან და დენისთან ერთად იყოფს. სამწუხაროა, მაგრამ პატომ წელს 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა გოლის გატანა. ● ალეგრის გაწვრთნილმა გუნდმა ბოლოს სამ დერბში ოფიციალურ დაპირისპირებებში სამივეჯერ წარმატებას მიაღწია: "მილანმა" ორჯერ სერია ა-ში (1-0 და 3-0) და ერთხელ იტალიის სუპერთასზე (2-1) დაამარცხა "ინტერი". ● "ინტერმა" სერია ა-ს ბოლო ხუთ ტურში ხუთ გამარჯვებას მიაღწია. ● ბოლო 8 შეხვედრაში "ინტერმა" საკუთარ კარში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა, მაგრამ ამ პერიოდში "მილანმა"მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. ● "ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა - დიეგო მილიტომ "ნერაძურიში" გადასვლის შემდეგ "მილანს" 5 გოლი გაუტანა.
ბომბარდირები "მილანი": იბრაჰიმოვიჩი - 12; ნოჩერინო - 6; ბოატენგი - 4; კასანო, რობინიო - 2-2 "ინტერი": მილიტო - 6; პაძინი - 4; კამბიასო, ტიაგო მოტა - 3-3; ნაგამატო - 2 ასისტენტები: "მილანი": აკვილანი - 7; კასანო, რობინიო - 6-6; ბოატენგი - 4; იბრაჰიმოვიჩი - 3 "ინტერი": ალვარესი, მაიკონი - 4-4; სნეიდერი - 3; ნაგამოტო; პაძინი - 2-2 გუნდების მოთამაშეების საშუალო ასაკი: "მილანი": 27.6 "ინტერი": 27.3 ყველაზე ახალგაზრდები: "მილანი": კრისტანტე - 16 წლის "ინტერი": რომანო - 18 წლის ყველაზე ასაკოვანები: "მილანი": ინძაგი - 38 წლის "ინტერი": ორლანდონი - 39 წლის
საშუალო კოეფიციენტი "მილანის" მოგებაზე: 2.16 საშუალო კოეფიციენტი ფრეზე: 3.21 საშუალო კოეფიციენტი "ინტერის" მოგებაზე: 3.4
|