კვირა, 19.05.2024, 16:51
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » ინტერმა": თასზეც ივარგა, თუმცა, რანიერი უკმაყოფ
12:03
ინტერმა": თასზეც ივარგა, თუმცა, რანიერი უკმაყოფ



იტალიის თასი. 1/8 ფინალი 
 ინტერი 2:1 ჯენოა  
გოლები: 1:0
მაიკონი (9), 2:0 პოლი (50), 2:1 ბირსა (92).

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაში "ჯუზეპე მეაცაზე" გაიმართა, სადაც "ინტერმა" "ჯენოას" უმასპინძლა და მინიმალური გამარჯვებით მომდევნო ეტაპზე გააღწია. დიახ, მილანური გრანდის წარმატებული სერია გრძელდება და კლაუდიო რანიერის სამწყსო სამ ფრონტზე აგრძელებს ბრძოლას. 

ბუნებრივია, რომ რანიერიმ შემადგენლობა გადაახალისა და იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომლებსაც სერია A-ს შეხვედრებში იშვიათად ეძლევათ სათამაშო პრაქტიკა. ვერ ვიტყვით, რომ ყველამ გაამართლა მწვრთნელის მოლოდინი, მაგრამ რამდენიმემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მაგალითად, ახალგაზრდა შემტევმა ანდრეა პოლიმ, რომელმაც მეორე ტაიმში შესანიშნავი გოლი გაიტანა და "ინტერის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. მასპინძელთა გოლები იმდენად ეფექტური გამოვიდა, რომ ორი სიტყვით აუცილებლად უნდა შევეხოთ...

ანგარიში დუგლას მაიკონმა გახსნა, რომელიც მარჯვენა ფლანგის სრული ბატონ-პატრონი გახლდათ - კარგად ჩაერთო შეტევაში, უძლიერესად დაარტყა და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში მოათავსა, 1:0. "ჯენოას" კიპერი ნამდვილად ვერაფერს გახდებოდა, რადგან დარტყმა აუღებელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მეორე გოლი როგორც უკვე აღვნიშნეთ პოლიმ გაიტანა და აქაც მაიკონმა დაიწყო ყველაფერი - ბრაზილიელმა ანდრეა უზუსტესი პასით მოძებნა, ამ უკანასკნელმა მეტად ეფექტური კედელი გაითამაშა ობისთან და ანგარიში გააორა, 2:0.

გენუელები მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდნენ და რამდენჯერმე მწავედაც შეუტიეს, რომელთაგან ერთი გოლით დასრულდა - მსაჯის მიერ დამატებული მეორე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ვალტერ ბირსამ მილანელ მცველთა უყურადღებობით ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და უძლიერესი დარტყმით შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 2:1.

 მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერიმ შემდეგი განაცხადა: "შედეგი რა თქმა უნდა მისაღებია, მაგრამ თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. ხარვეზები ბევრი გვქონდა და ამ კომპონენტებზე სამუშაოა. არ შეიძლება მოდუნდე მაშინაც კი, როდესაც შეხვედრის დასრულებამდე წამებია დარჩენილი და ორი ბურთის სხვაობით იგებ. მართალია, თასის გათამაშება ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ ჩვენთვის ყველა ტურნირს დიდი მნიშვნელობა აქვს".
 

 
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 610 | დაამატა: ucha | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 interista  
1

2 inter  
0
Interi Napoli Magari tamashi iknebA

3 nerazuri  
1
kargad mivdivart win da win da ase unda gavagrdzelot..movugebt napolisac flag3

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter