კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით საქმე ისე მიდის, რომ დიდი შანსია ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიში” დარჩეს. ამის შესახებ საუბრობს არგენტინელი ფორვარდის აგენტი კია ჯურაბჩიანიც.
შეგახსენებთ, რომ ტევესის გადაბარება "პარი სენ-ჟერმენსა” და "მილანს” სურთ, თუმცა მხარეები მორიგებას ვერ ახერხებენ.
"მოლაპარაკება სამ კლუბს შორის მიმდინარეობს, თუმცა ფეხბურთელის სანაცვლოდ არცერთი მათგანი არ იხდის იმდენს, რამდენსაც "სიტი” ითხოვს. "პსჟ”? ეს გრძელვადიანი პროექტია და სავარაუდოდ, ტევესი იქ უფრო ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გადავა”, – განაცხადა აგენტმა.
ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მილანის” ხელმძღვანელობამ "ქალაქელებს” ტევესთან დაკავშირებით ბოლო წინადადება გაუგზავნეს, თუმცა "სიტის” პასუხი ამ დრომდე უცნობი
|