ოთხშაბათი, 24.04.2024, 00:23
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივლისი » 13
კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 4739 | დაამატა: chesto | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (2)




მილანის "ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო აცხადებს, რომ "ნერაძური” ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის” მარჯვენა მცველთან, გრეგორი ვან დერ ვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ვადასტურებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენთან” ვან დერ ვილის თაობაზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. გვინდა, რომ ფეხბურთელი იჯარით შევიძინოთ. ჯერ არავინ არაფერი იცის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები”, – უთხრა აუსილიომ იტალიელ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ ვილი "პარი სენ-ჟერმენში” 2012 წელს, ამსტერდამის "აიაქსიდან” გადავიდა.
ნანახია: 702 | დაამატა: interinio | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (0)




თანდათან უბრუნდებიან "ინტერს” ფეხბურთელები არდადეგებიდან და ახალი დამრიგებელი ვალტერ მაცარიც საქმის კეთებას დიდი მონდომებით იწყებს, რომელმაც ამას წინათ პრეს-კონფერენცია გამართა და მედიელებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ემასლაათა.

- როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები "ინტერზე” და ამ გუნდის ფეხბურთელებზე?

- 4-5 ფეხბურთელს თუ არ ჩავთვლით, პი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 742 | დაამატა: interinio | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (0)




ჩილელმა ნახევარმცველმა ამ ზაფხულს "იუვენტუსი” უნდა დატოვოს.

შეგახსენებთ, 25-წლის მაურისიო ისლა "იუვეში” 2012-წელს "უდინეზედან” გადაბარგდა, თუმცა იტალიის ჩემპიონის შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიმკვიდრა.

იტალიური პრესა იტყობინება, რომ ისლას შეძენა "ინტერს” სურს, "ნერაძურის” ხელმძღვანელობა კი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ადრე ნახევარმცველის "უდინეზეში” დაბრუნების ვარიანტი განიხილებოდა, გარდა ამისა, მაურისიოს შეძენით "ნაპოლიც” ინტერესდებოდა.
ნანახია: 695 | დაამატა: interinio | თარიღი: 13.07.2013 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter