ხუთშაბათი, 10.10.2024, 18:07
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » ივლისი » 16



ქუინს პარკ რეინჯერსის კარის დარაჯი ჟულიუ სეზარი "ნაპოლიში” გადასვლასთან ახლოსაა. აღნიშნულ ინფორამციას ბრაზილიელის აგენტი ჟოზიას კარდოზო ავრცელებს.

"საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ დიდი ალბათობით, სეზარი "ნაპოლიში” გადავა. თუმცა, ფეხბურთელსა და კლუბს შორის გარკვეული დეტალები კვლავ შესათანხმებელია. როდის დასრულდება ტრანსფერი? არ ვიცი. შესაძლოა დღეს, შესაძლოა – რამდენიმე დღეში.

"ვილიარეალი”? ესპანელები ინტერესს იჩენდნენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა. კონკრეტული წინადადებით მხოლოდ "არსენალმა” და "ნაპოლიმ” მოგვმართეს.” – ციტირებს კარდოზოს სიტყვებს Sambafoot-ი.

როგორც ცნობილია, საუბარი მიდის არენდის ხელშეკრულებაზე, ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებით.
ნანახია: 2023 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.07.2013 | კომენტარი (2)




ჯერ კიდევ ახალი სეზონის მოლოდინში "მილანსა" "ინტერს" შორის აბონიმენტების გაყიდვაში დერბი დაიწყო. ორი მილანური კლუბი ერთმანეთს ეჯიბრება, თუ ვინ უფრო მეტი აბონიმენტის გაყიდვას შეძლებს. ჯერჯერობით "ინტერი" ლიდერობს, რადგან მათ 17 327 აბონიმენტის გაყიდვა მოახერხეს, ხოლო "მილანმა" 16 672.
ნანახია: 769 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.07.2013 | კომენტარი (2)




იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ალესანდრო ნესტამ, რომელიც ბოლო სეზონს ატარებს, განაცხადა, რომ საკუთარი თავის გამოცდა მწვრთნელის ამპლუაშიც სურს. 37 წლის ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ სამწვრთნელო კარიერა ოკეანის გაღმა დაიწყოს.

„მწვრთნელობა მართლაც მინდა, თუმცა ჯერ არ ვიცი, სად დავიწყებ სამწვრთნელო კარიერას. შესაძლოა, აშშ-ში ან კანდაში, თუმცა არც ევროპიდან დაწყებაა გამორიცხული. სამწვრთნელო კარიერის დაწყებას მომავალი წლიდან ვგეგმავ. ვგრძნობ, რომ ეს საქმე გამომივა", – ამბობს ნესტა.

გარდა ამისა, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა იტალიურ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა.

„ამ დროისთვის იტალიაში ფული არ არის. საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, ინგლისსა და გერმანიაში მიდიან. იტალია ქვემოთ ეშვება. იტალიური კლუბების მფლობელებს ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 797 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.07.2013 | კომენტარი (0)




ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი მაურიციო ისლა კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჩილელი გასულ ზაფხულს "უდინეზედან" გადაბარგდა "ბებერ ქალბატონებში", მაგრამ "ბიანკონერიში" მან ფეხის დამკვიდრება ვერ შეძლო. "იუვენტუსის" რიგებში ისლამ მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.

იტალიური პრესის თანახმად, ისლას მიმართ ინტერესს "ინტერი" იჩენს, რომელიც მზადაა ფეხბურთელში 6 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ტურინელები ისლაში 7.5 მილიონი ევროს აღებას გეგმავენ.

ივარაუდება, რომ კვირის ბოლოს კლუბები ისლას ტრანსფერს შეათანხმებენ და ჩილელი "ნერაძურიში" გადავა.


ნანახია: 678 | დაამატა: interinio | თარიღი: 16.07.2013 | კომენტარი (0)

საიტის მენიუ
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter