ტურინის ”იუვენტუსის” ხელმძღვანელობამ მილანის ”ინტერში” მაურიცო ისლას გაშვებაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის ჩილელი ”ბებერ ქალბატონს” გასული წლის ზაფხულს შეუერთდა, თუმცა ახალი გუნდის შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და ჯამში სულ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
”ინტერი” ისლას შეძენით იყო დაინტერესებული. ერთმანეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან შევხვდით და ყველაფერი ავწონ-დავწონეთ”’, – განაცხადა ”შავ-თეთრების” დირექტორმა ბეპე მაროტამ.
”მთავარ მწვრთვნელთან კონსულტაციის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ”ნერაძურისთვის” უარი გვეთქვა. მიმდინარე ზაფხულს ისლა არ გაიყიდება”.