მთავარი » 2013 » ივლისი » 25
იტალიური "ინტერი", რუსული "ანჟი" და ფრანგული "მონაკო" მზად არიან იბრძოლონ ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ფეხბურთელისათვის, ლუის ნანისთვის. იტყობინება, TribalFootball.
სამივე კლუბი უახლოვეს დროში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეთავაზებას გაუკეთებს პორტუგალიელის ტრანსფერის თაობაზე. "ინტერი" და "ანჟი" მზად არიან ფეხბურთელში დაახლოვებით 10 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისათვის" სულაც არ არის ურიგო თანხა. ერთადერთი პრობლემა კი ის არის, რომ თავად ნანის წლიურად ანაზღაურების სახით არანაკლებ 7 მილიონი ევრო სურს.
ნანახია:
1692
|
დაამატა:
interinio
|
თარიღი:
25.07.2013
|
|
როგორც Corriere dello Sport იტყობინება, "რომას" 31 წლის თავდამსხმელი მარკო ბორიელო შესაძლოა მილანის "ინტერში" გადავიდეს არენდის წესით. "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ უკვე აწარმოა მოლაპარაკებები "რომას" სპორტულ დირექტორთან ვალტერ საბატინთან.
ფორვარდზე პრეტენზიას ასევე "ჯენოა" აცხადებს, რომლის რიგებშიც ჩაატარა ბორიელომ გასული სეზონი.
შეგახსენებთ, რომ მარკომ წინა სეზონში სერია A-ში 28 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლის გატანაც მოახერხა.
ნანახია:
1778
|
დაამატა:
interinio
|
თარიღი:
25.07.2013
|
|
ინტერმა" შესაძლოა, "უდინეზეს" ბრაზილიელი მცველი დანილო იყიდოს.
"ნეაძური" თავდაპირველად "ბაზელის" ჩეხი მცველის ალექსანდრე დრაგოვიჩის შეძენით იყო დაინტერესებული, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და მილანელებმა დრაგოვიჩის ალტერნატივის პოვნა დაიწყეს და როგორც ჩანს, იპოვეს კიდეც.
"ინტერი" 29 წლის დანილოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს იწყებს და ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზად ყოფნას გამოთქვამს.
ნანახია:
1532
|
დაამატა:
inter
|
თარიღი:
25.07.2013
|
| |
|
|