პარასკევი, 26.04.2024, 02:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 15 » ადრიანო ფლამენგოში დარჩება
19:32
ადრიანო ფლამენგოში დარჩება

ფლამენგოს ფორვარდმა ადრიანომ, რომელიც 2009 წლის ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, კლუბთან კონტრაქტი ნახევარი წლით გაახანგრძლივა.
ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ბრაზილიური კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, მარკოს ბრაზის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება.
ადრიანომ მიმდინარე წლის აპრილში მილანის ინტერი თვითნებურად დატოვა და ბრაზილიაში დაბრუნდა, სადაც ფლამენგოს მიაშურა. ბრაზილიურმა კლუბმა მისი სატრანსფერო უფლებები გამოისყიდა. მას შემდეგ, 27 წლის თავდამსხმელმა რიო დე ჟანეიროელთა მაისურით 30 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და გუნდის გაჩემპიონებაში დიდი წვლილი დაიდო.
ბოლო პერიოდში ევროპული სპორტული მედია იუწყებოდა, რომ ადრიანოს ბებერ კონტინენტზე დაბრუნება სურდა, მაგრამ ფლამენგოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებით ფეხბურთელმა აღნიშნულ ხმებს წერტილი დაუსვა.
ნანახია: 763 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 inter  
1
აუ ძან მინდა რო ადრი დაბრუნდეს ინტერში

2 adribaba  
0
es ro pormashi myopi intershi iyos ra gaasworebs....magari kacia golebs saidan itanda xolme...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter