შაბათი, 20.04.2024, 01:12
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 16

ტვენტეს ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი, რომელიც არენდის წესით მილანის ინტერის რიგებში გამოდის, იანვარში ჰოლანდიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს. თავდამსხმელმა ჟოზე მაურინიოსთვის თავის მოწონება ვერაფრით შეძლო, თუმცა მოსალოდნელია, რომ ფორვარდი კიდევ ერთ შანსს "ლივორნოსთან" გასამართ იტალიის თასის 1/8 ფინალში მიიღებს.
ნანახია: 815 | დაამატა: inter | თარიღი: 16.12.2009 | კომენტარი (4)

იტალიელი ჟურნალისტები მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მაურინიოს მონაწილეობით გამართულ პრესკონფერენციებს აღარ დაესწრებიან.
Football Italia-ს ცნობით, აპენინური მედიის წარმომადგენლებმა პორტუგალიელი სპეციალისტისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება, ინტერი-ატალანტას მატჩისას მაურინიოს მიერ ჩადენილი საქციელის პასუხად მიიღეს. როგორც ცნობილია, ნერაძურის თავკაცმა ხელი ჰკრა და შეურაცყოფა მიაყენა ამ შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთ ჟურნალისტს.
ბოიკოტი ძალაში უკვე შევიდა და როგორც იტალიური გამოცემა იტყობინება, მაურინიოს უახლოეს პრესკონფერენციებზე მხოლოდ ორი ტელეკომპანიის - Inter Channel-ისა და Sky Italia-ს წარმომადგენლები დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მაურინიოს დასჯის მოთხოვნით იტალიის ჟურნალისტთა ასოციაციამ სპორტულ არბიტრაჟსაც მიმართა.
ნანახია: 745 | დაამატა: inter | თარიღი: 16.12.2009 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter