ხუთშაბათი, 28.03.2024, 15:02
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 18

მილანის ინტერის პრეზიდენტ მასიმო მორატის მიაჩნია, რომ დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობს და ამიტომ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ლონდონის ჩელსისთან შეხვედრა არ აშინებს.
ყიველთვის უკეთესია ძლიერი მოტივაცია გქონდეს, რაც ჩელსისთან თავისთავად გვექნება. დაუმარცხებელი გუნდები არ არსებობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა გველის. აზრი არ აქვს, რომ მეტოქეს შევუშინდეთ და ამას არც ვაპირებთ. ჩვენი მთავარი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიოსთვის სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნება, დამატებითი მოტივაცია იქნება, – განაცხადა მორატიმ Telelombardia-სთან საუბარში.
 
ნანახია: 870 | დაამატა: interinio | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (3)

გთავაზობთ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მომავალი ტურის წინ
ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების ნუსხას.
 
19 დეკემბერი
ბოლონია – ატალანტა

ბოლონია – ტრავმირებულნი: მორასი, მუტარელი, აპია, მინგაცინი. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 739 | დაამატა: interinio | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (3)

ინტერის ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამინდელი დირექციის წარმომადგენელი ლუიშ ფიგუ ხმა მაღლა საუბრობს ინტერის უპირატესობებზე: "ჩვენ ჟოზე მოურინიო გვყავს, მწვრთნელი, რომელსაც ლონდონის ჩელსიში მრავალი წელი აქვს გატარებული, ის იცნობს ყველა ფეხბურთელს, იცის მათი შესაძლებლობები. მოკლედ, ჩვენ დიდი უპირატესობა გვაქვს. პირველი მატჩი შეიძება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს, სან სიროზე გამარჯვება უდავოდ უნდა მოვიპოვოთ.

ჩელსი? - ეს არის ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც ჩვენსავით მთელი სეზონის განმავლობაში თავისი ჩემპიონატის ლიდერია, ბრწყინვალე ფორმაშია ყველა მათი ფეხბურთელი და შესაბამისად გუნდის თამაშები ძალიან დამაჯერებელია, თუმცა გავიმეორებ, რომ ჩვენ ჟოზე გვყავს, კაცი, რომელმაც გადასარევად ი ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 745 | დაამატა: interinio | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (3)

ლივერპულის მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ფიქრობს,რომ ინტერს შეუძლია პრემიერ ლიგის გიგანტების დამარცხება და 45 წლიანი ჩემპიონთა ლიგის კრიზისის დასრულება.ამ ყველაფერზე მან ინტერვიუში ისაუბრა...

მე ფსონს ინგლისურ მხარეზე ვდებ,მაგრამ ინტერი ძალიან მომწონს.მათ გუნდში სამი გამარჯვებული ჰყავთ : ჟოზე მოურინიო,სიახლეებისა და ტაქტიკის მეფე, მასიმო მორატი,პრეზიდენტი რომელიც მუდამ სიახლით ცხოვრობს და სამუელ ეტო`ო,გოლეადორი კამერუნიდან.ჩემი აზრით,ინტერი მზად არის სტატუსი აღიდგინოს ევროპულ ფეხბურთში და დიდებაც დაიბრუნოს.

თქვენ უბრალოდ დრო უნდა მისცეთ მოურინიოს,რათა მწყობრში მოიყვანოს და ბოლომდე აამუშაოს ისეთი ფეხბურთელები, ... კითხვის გაგრძელება »

ნანახია: 738 | დაამატა: interinio | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (4)


რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა შედგა, სადაც საკმაოდ საინტერესო წყვილები გამოიკვეთა.
ყველაზე დიდ ინტერესს ალბათ ინტერისა და ჩელსის დაპირისპირება იწვევს. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ინგლისური და იტალიური გრანდები დაუპირისპირდებიან, საყურადღებოა, რომ მილანურ კლუბს სწორედ ჩელსის ყოფილი თავკაცი ჟოზე მაურინიო წვრთნის.
აქვე გეტყვით, რომ 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 16-17 ან 23-24 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩებს კი სავარაუდოდ 9-10 ან 16-17
მარტს ვიხილავთ. ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 1062 | დაამატა: inter | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (14)

სნეიდერმა ჰოლანდიის ერთერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა რომ იგი თავს კარგად გრძნობს ინტერში, და თავისი აზრი შეიცვალა სერია ა–ს მიმართ.
მე ადრე მეგონა რომ იტალიაში თამაში ძალიან უინტერესო იქნებოდა, მე წარმომედგინა რომ აქ იყო დაბალი დონის ფეხბურთი და მომიწევდა თამაში ნახევრად სავსე სტადიონზე. მაგრამ მე სრულიად შევიცვალე ჩემი აზრი. და ახლა მე ძალიან კმაყოფილი ვარ რომ აქ ვთამაშობ.

25 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ინტერში ამ სეზონში გადმოვიდა მადრიდის რეალიდან. როდესაც გნდმა შეიძინა კაკა და კრისტიანო რონალდო მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, იყო ბევრი შემოთავაზებები მაგრამ რეალს არ უნდოდა მისი გაყიდვა მაგრამ საბოლოოდ ინტერმა შეძლო მისი ყიდვა.

მე რეალში აღარასდროს დავბრუნდები მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მძილს ეს კლუბი. ახლა მე ინტერს ვეკუთვნი და ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ.
ნანახია: 839 | დაამატა: inter | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (4)

 
 
მილანის ინტერის ბრაზილიელი ნახევამრცველი ამანტინო მანსინი შესაძლოა თავის ძველ კლუბში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ მანსინი "ნერიაძურიში" რომადან გადავიდა. იტალიის დედაქალაქში მან 5 სეზონი დაჰყო. ახალ გუნდში მისვლის თანავე ბრაზილიელს საქმეები ვერ აეწყო. წელს იგი მხოლოდ ერთხელ გავიდა მოედანზე ძირითად შემადგენლობაში. "მგლები" აქტიურად ცდილობენ თავისი ყოფილი მოთამაშის დაბრუნებას. ცნობილია აგრეთვე ის, რომ რომას გარდა ბრაზილიელის მიმართ იჩენს ინტერეს გენუის სამპდორია.
ნანახია: 858 | დაამატა: interinio | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (7)

 
დღეს კენჭისყრა გაიმართება
 
დღეს თბილისის დროით 15.00 საათზე შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება ევორპის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა. 16.00 საათზე კი ევროპის ლიგის კენჭისყრა გაიმართება სადაც გუშინ ის 32 გუნდი გაირკვა, რომელიც პლეი ოფ-ის სტადიაზე გააგრძელებს ასპარეზობას.
ნანახია: 1009 | დაამატა: inter | თარიღი: 18.12.2009 | კომენტარი (12)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter