სამშაბათი, 23.04.2024, 23:47
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 01

მილანის ინტერის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მომავალი წლის იანვრიდან, სავარაუდოდ, ლონდონის არსენალში გააგრძელებს ასპარეზობას.
Gazzetta dello Sport-ი იუწყება, რომ 19 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ჟოზე მაურინიოს ხელმძღვანელობით იშვიათად ხვდება ინტერის ძირითად შემადგენლობაში, კლუბის თავკაცებს თავად სთხოვა სხვა გუნდში გაშვება.
2010 წლის იანვარში, როდესაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, ლონდონის არსენალი მილანის ინტერს ბალოტელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევრო სტერლინგს შესთავაზებს. მეთოფეთა რიგებში ფორვარდის ანაზღაურებამ, შესაძლოა, 3 მილიონი გირვანქა შეადგინოს.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მაურინიოს ბალოტელი რეჯიმის დარღვევისთვის დასჯილი ჰყავს და ფეხბურთელი ამჟამად "ინტერის” სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს.
მარიო ბალოტელი მილანელთა რიგებში 2007 წლიდან ასპარეზობს (44 მატჩი, 15 გოლი სერია A-ში). ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 803 | დაამატა: interinio | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (6)

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტის, სერხიო კამპანას განცხადებით, "იუვენტუსსა” და "ინტერს” შორის სერია A-ს მომავალი ტურის მატჩი შეწყდება, თუ ტრიბუნებზე მსხდომი მაყურებლები რასისტული ხასიათის სიმღერებს წამოიწყებენ.
"გასულ წელს, როცა რასობრივი კუთვნილების ნიადაგზე გულშემატკივრებმა მარიო ბალოტელი შეურაცხჰყვეს, "იუვენტუსს” უკვე უხდებოდა ცარიელი ტრიბუნების ფონზე თამაში. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში ტურინელი ფანები კვლავ გამოირჩევიან მსგავსი საქციელით. თამაშის შეჩერება იოლი არ არის, მაგრამ თუ ბოროტების დამარცხება გვსურს, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ტრიბუნებზე რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში, გუნდების კაპიტნებს თამაშის შეწყვეტას მოვთხოვთ”, - ავრცელებს კამპანას კომენტარს soccerwey.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე კი აცხადებს, რომ თ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 803 | დაამატა: interinio | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (3)

 
გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ 2009 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ლიონელ მესი გახდა. აღსანიშნავია, რომ მესი პირველი არგენტინელია ვინც ამ ჯილდოს დაისაკუთრებს. 1957 წელს ჯილდო ალფრდო დი სტეფანომ მოიგო, რომელიც იმ დროისთვის უკვე ესპანეთის მოქალაქე იყო, 1961 წელს ოქროს ბურთი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში დაბადებულ ომარ სივორის გადასცეს, თუმცა იმ მომენტისათვის მას უკვე იტალიური რეგისტრაცია ჰქონდა. 2007 წელს ლიონელი მე-3-ე ადგილზე გავიდა, 2008 - მე-2-ზე, 2009 კი ტრიუმფს მიაღწია. მესიმ შესაძლებელი 480 ქულიდან სარეკორდო 473 ქულა მოაგროვა. ლიონელი ოუენის მერე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ოქროს ბურთი მოიგო. ინგლისელი თავდამსხმელი 21 წლის გახლდათ. მეორე ადგილზე კრისტიანო რონალდო გავიდა 233 ქულით, მესამეზე კი ხავი ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 879 | დაამატა: inter | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (3)

 
კვარეჟმამ მუხლი დაიზიანა და ვერ დაეხმარება მილანის ინტერს ვერც იუვენტუსის წინააღმდეგ და ვერც რუბინის (რუსეთი) წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში.
ფიორენტინასთან თამაშის დროს მან მუხლის ტრამვა მიიღო და 70 წუთზე დატოვა მოედანი, გამოკვლევამ აჩვენა რომ ტრამვა სერიოზულია და ის 2 კვირა ვერ დაეხმარება გუნდს, ფეხბურთელს გაუმართლა იმ ხრივ რომ არ დასჭირდა ქირურგიური ჩარევა.
ნანახია: 791 | დაამატა: inter | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (3)

Goal.com"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ სულაც არ ეშინია ინტერიდან გათავისუფლების. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაშიც ინარჩუნებს პლეი-ოფში გასვლის შანსს, ჟურნალისტები მაინც აკრიტიკებენ პორტუგალიელსა და მის კლუბს უხარისხო თამაშის გამო. იტალიურ პრესაში დადის ხმები, რომ იმ შემთხვევაში თუ შავ-ლურჯები ვერ გადალახავენ ჯგუფურ ეტაპს მორატი პორტუგალიელს კარისკენ მიუთითებს. ამ ყველაფერზე კი თავად მოურინიომ საკმაოდ ირონიულად ისაუბრა: "გათავისუფლება ? რისთვის ? იმისთვის, რომ სერია ა-ში პირველ ადგილზე ვართ და ლიგაზე ბარსასთან დავმარცხდით ? ეს ხომ სასაცილოა. ინტერმა ბარსელონასთან წააგო და ამით ჩვენ მიწასთან გაგვასწორეს, ის კი დაივიწყეს, რომ იუვეს ბორდოსთან აქვს წაგებული, მილანს კი სულაც ციურიხთან. მე არ მეშინია გადაყენების, რადგანაც უმუშევრობა მე ნამდვილად არ დამემუქრება."-განაცხადა ინტერის მთ ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 895 | დაამატა: inter | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (6)

რამოდენიმე ხნის წინ ბარსელონას კოტ-დივუარელმა შუახაზელმა იაია ტურემ განაცხადა, რომ იგი უკმაყოფილოა შემადგენლობის იმ როტაციებით, რომელსაც გუარდიოლა აკეთებს. აფრიკელმა აგრეთვე დაამატა, რომ თუ იგი ვერ შეძლებს თამაშს ბარსას ძირითადში სტაბილურად, მას მოუწევს ახალი გუნდის ძებნა, სადაც მას ექნება მუდმივი სათამაშო დრო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გამოჩნდა ტურეს ხელში ჩაგდების პირველი მსურველი, საუბარია მილანის ინტერზე. იტალიელები მზად არიან წამოიწყონ მოლაპარაკებები უახლოესი სატრანსფერო პერიოდის დროს, გვამცნობებს "Corriere dello Sport".
ნანახია: 813 | დაამატა: inter | თარიღი: 01.12.2009 | კომენტარი (4)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter