შაბათი, 27.04.2024, 05:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 08

ფლამენგოს ფორვარდი ადრიანო ახლახან დასრულებული ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
ამის შესახებ ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება.
მილანის ინტერის ყოფილი თავდამსხმელი, რიო დე ჟანეიროელთა რიგებში მიმდინარე წელს ჩაირიცხა და 29 მატჩში 19 გოლი გაიტანა (ტურნირის საუკეთესო შედეგი), რითაც უდიდესი წვლილი შეიტანა "ფლემენგოს” მიერ ბოლო 17 წლის განმავლობაში ჩემპიონობის პირველად მოპოვებაში.
გარდა ამისა, 27 წლის ადრიანო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, რომელიც გულშემატკივართა შორის ჩატარებული მასობრივი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა – გამოკითხვაში მონაწილეობა 9 მილიონამდე ადამიანმა მიიღო. ქომაგთა აზრით, სეზონი იდეალური გუნდი ასე გამოიყურება:
ნანახია: 755 | დაამატა: interinio | თარიღი: 08.12.2009 | კომენტარი (3)

ლონდონის ჩელსი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს და ამისთვის მილანის ინტერის 33 წლის ნახევარმცველის, პატრიკ ვიეირას გადაბირება გადაწყვიტა.
ლონდონელების სახით მსოფლიოსა და ვეროპის ჩემპიონს უკვე მეოთხე ინგლისურ კლუბში  გადასვლის  ვარიანტი  აქვს .  აქამდე  მილანის ინტერის  ნახევარმცველის
პერსონით  დაინტერესება – არსენალმა , ტოტენჰემმა  და  ლივერპულმა გამოხატეს.
ნანახია: 738 | დაამატა: inter | თარიღი: 08.12.2009 | კომენტარი (3)

 
იტალიური სერია A-ს აუტსაიდერ კატანიას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯანლუკა ატცორი გაათავისუფლეს.
როგორც სააგენტო Reuters-ი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობამ კატანიას რთული მდგომარეობიდან გამოყვანა ლაციოს ყოფილ მცველს, სინიშა მიხაილოვიჩს მიანდო, რომელსაც აქამდე ინტერში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია (2006-2008), დამოუკიდებლად კი ბოლონია გაუწვრთნია (2008-2009).
40 წლის სერბი სპეციალისტი ბოლონიადან მიმდინარე წლის აპრილში დაითხოვეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.
რაც შეეხება მიხაილოვიჩის ახალ კლუბს, კატანია იტალიის ჩემპიონატის 15 ტურში მოპოვებული 9 ქულით, "სიენასთან” ერთად, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება და ახალი მწვრთნელის ამოცანაც, რა თქმა უნდა, გუნდისთვის სერია A-ში ადგილის შენარჩუნება იქნება.
... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 801 | დაამატა: inter | თარიღი: 08.12.2009 | კომენტარი (3)

ბარსელონას შვედი ნახევარმცველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სანაკრებო კარიერას წყვეტს, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც. სკანდინავები მომავალი მუნდიალის ფინალისტთა შორის ვერ მოხვდნენ, ზლატანს კი, საკუთარი ენერგიის მხოლოდ ამხანაგურ მატჩებში ხარჯვა არ სურს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sky Sports-თან საუბრისას განაცხადა.
"ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა. თუმცა, ამ ეტაპზე იძულებული ვარ, სანაკრებო კარიერაზე დროებით უარი ვთქვა. მიზეზი მოტივაციის ნაკლებობაა. ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ვერ მოვიპოვეთ. ამიტომ, უახლოეს მომავალში მხოლოდ უმნიშვნელო ამხანაგური შეხვედრები გველის. ამგვარი მატჩებისთვის სათანადოდ განწყობა კი, აშკარად მიჭირს. სამაგიეროდ, ბარსელონას წინ ისეთი რთული სეზონი ელის, რომ ნაკრებზე ფიქრისთვის დროც არ მრჩება. სიმართლე გითხრათ, ჯერ ზუსტად არც კი ვიცი, დავბრუნდები თუ არა ოდესმე ეროვნულ გუნდში, - ... კითხვის გაგრძელება »
ნანახია: 817 | დაამატა: inter | თარიღი: 08.12.2009 | კომენტარი (3)

საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter