მილანის "ინტერის" მცველის, დუგლას მაიკონის აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ გადავა "პსჟ"-ში.
როგორც, ფრანგული "Sport Mediaset" იტყობინება, ფრანგულმა "პსჟ"-მ "ინტერს" 15 მილიონი ევრო შესთავაზა. თუმცა, მაიკონის აგენტმა, რობერტო კალიენდომ მისი კლიენტის გადასვლა "პსჟ"-ში გამორიცხა.
"მაიკონი "ინტერის" ფეხბურთელია და ის ინტერში რჩება." - განაცხადა მაიკონის აგენტმა "Sky Sport Italia"-თან ინტერვიუში.
|