იტალიური ინტერის რუმინელი ფეხბურთელის კრისტიან კივუს აგენტმა იოან ბეკალიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ზამთარში თუ არა ზაფხულში, შესაძლოა მადრიდის რეალში გამოჩნდეს. ბეკალის თქმით, ფეხბურთელის კარერის დასასრულზე ლაპარაკი ჯერ ადრეა და უმაღლეს დონეზე თამაშს 31 წლის კივუ კიდევ 4-5 წელიწადს შეძლებს.
კივუს ტრანსფერის თაობაზე ამჟამად რამდენიმე გრანდთან მაქვს მოლაპარაკება. აიაქსი? ამ კლუბში ფეხბურთელი ალბათ არ დაბრუნდება, თუმცა შესაძლოა ის მადრიდის რეალში გადავიყვანო. ჟოზე მოურინიო კრისტიანის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.