ტრაბზონსპორის დამარცხება კვლავ ვერ მოახერხა ინტერმა, მაგრამ თურქეთში მოპოვებულმა ქულამ მილანელებს პირველი ადგილი გაუნაღდა. ტრაბზონში გამართულ მატჩში ანგარიში მე-18 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ალვარესმა მილიტოსთან ორსვლიანი კომბინაცია მეტოქის საჯარიმოში გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩენილ არგენტინელ ნახევარმცველს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია. ხუთ წუთში, ანგარიში კვლავ საყაიმო იყო – ჰალილ ალთინთოფის შორეული დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
ტრაბზონსპორი
1:1
ინტერი ტრაბზონი, ავნი აკერი
ტრაბზონსპორი (4-3-2-1): ძენგინი, ჩელუსტკა, გლოვაცკი, კაჩარი, ჩეხი, ბალჩი (მიერზიევსკი 64), ზოკორა, კოლმანი, ჰალილ ალთინთოფი, ალანზინიო (ენრიკე 85), ილმაზი.
მწვრთნელი: შენოლ გიუნეში.
ინტერი (4-3-1-2): სეზარი, ნაგატომო, სამუელი, ლუსიო, კივუ, ძანეტი, კამბიასო, ალვარესი (ფარაონი 89), სტანკოვიჩი, სარატე (კოუტინიო 69), მილიტო (პაცინი 85).
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი.
გოლები: 0:1 ალვარესი (18), 1:1 ჰალილ ალთინთოფი (23).
გაფრთხილებები: გლოვაცკი 42, ბალჩი 57 – კივუ 11, ალვარესი 85.
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
|