საფრანგეთის ჩემპიონის, ლილის ლიდერი ედენ აზარი აცხადებს, რომ მართალია, ლიონელ მესი ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ მას ის ელეგანტურობა აკლია, რომლითაც თავის დროზე ზინედინ ზიდანი და მიშელ პლატინი გამოირჩეოდნენ. რა თქმა უნდა, მესი დღესდღეობით საუკეთესოა. ამაში, ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც დამეთანხმება. მაგრამ არგენტინელს აკლია პლასტიკა და ელეგანტურობა, რაც ზიდანსა და პლატინის ჰქონდათ – აცხადებს აზარი, რომლის აზრითაც, გასულ წელს ოქროს ბურთი არა მესის, არამედ უესლი სნეიდერს უნდა მიეღო – შარშან ჰოლანდიელი ოქროს ბურთს სხვებზე მეტად იმსახურებდა. ის რომ არა, მაშინ არჩევანი ჩავისა და ინიესტას შორის უნდა გაკეთებულიყო.
|