შაბათი, 27.04.2024, 04:04
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 24 » ბალაკს მოურინიოსი არ ეშინია
10:22
ბალაკს მოურინიოსი არ ეშინია

როგორც იქნა, ახდა მაკედონიელი გორან პანდევის ნატვრა და მან, სასამართლოს დახმარებით, "ლაციოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ რომაელთა ხელმძღვანელების ქმედებით უკმაყოფილო პანდევს გასულ ზაფხულს კლუბის დატოვება სურდა, მაგრამ დედაქალაქელთა პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ მას სხვა გუნდში გადასვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც ფეხბურთელმა ლაციალეს შემადგენლობაში თამაშზე უარი თქვა და ბოლო 7 თვის განმავლობაში, იგი, პრაქტიკულად უქმად იყო.
-სასამართლომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცა. რომაულ კლუბთან კონტრაქტი გაუქმებულია. ამასთან, "ლაციოს" ჩემი კლიენტის სასარგებლოდ 160 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. გორანთან ჯერ არ მისაუბრია. ეს ამბავი მას ჯერ სმს-ით შევატყობინე. პანდევი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ამ გადაწყვეტილებას და წარმომიდგენია ახლა იგი როგორი გახარებული იქნება, - განუცხადა La Gazzetta dello Sport-ს მაკედონიელის ადვოკატმა.
-უბედნიერესი ადამიანი ვარ, ამ კოშმარს თავი რომ დავაღწიე. ახლა უკვე აღარ მომიწევს მომაბეზრებელ კლაუდიო ლოტიტოსთან ურთიერთობა. იგი ძალიან ცუდად მომექცა. ჩემთან მიმართებაში გუნდის მწვრთნელმა დავიდე ბალარდინმაც ბევრი შეცდომა დაუშვა. არც კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე გეგონოთ წმინდა ადამიანი. მოკლედ, ლაციოს უღირსი ხალხი მართავს. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ძალიან მინდა, კარიერა ისევ იტალიაში რომ გავაგრძელო. ვნახოთ, ყველაფერი, მაქსიმუმ, ერთ თვეში გაირკვევა, - ეს უკვე თვითონ პანდევის კომენტარია, რომელიც 26 წლის ფორვარდმა Sky Italia-სთან საუბრისას გააკეთა.
ასე რომ, პანდევი თავისუფალი აგენტი გახდა და ახლა მას ნებისმიერ კლუბში გადასვლა უპრობლემოდ შეუძლია. იტალიური პრესის ინფორმაციით, მაკედონიელი თავდამსხმელის გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს ინტერმა და მილანმა.
პანდევი ლაციოს ღირსებას 2004-09 წლებში იცავდა და მის შემადგენლობაში ჩატარებულ 159 შეხვედრაში 48 გოლი აქვს გატანილი. მაკედონიის ეროვნული ნაკრების ფორმა კი, მან 52 მატჩში მოირგო, რომლებშიც მეტოქეთა კარის აღება 22-ჯერ მოახერხა.
ნანახია: 731 | დაამატა: interinio | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
1 ban  
3
MOGILOCOT UKVE INTERLEBO_?

2 interinio  
2
ara jer magram romc gadmovides arca misaloci
vis jobia balotelis militos tu ves

3 adribaba  
1
etoo afrikashi ro wava vinme magali klasis pexburteli gvinda mis shemcvlelad tore cudad wagviva saqme

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter