ნაპოლის" ახალმა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოიკიდა "ნერაძურიში" მან ფეხი 3 წლის წინ.
ჟურნალისტები აგრძელებენ ესპანელი სპეციალისტისთვის მისი სევდიანი დებიუტის შეხსენებას იტალიის ჩემპიონატში. მოგეხსენებათ, რომ 2010 წელს ბენიტესმა "ინტერი" ჩაიბარა, მაგრამ საკმაოდ მოკლე ხანში იგი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.
"მირჩვენია, მხოლოდ კარგი გავიხსენო ინტერზე. მაგალითად, ის პერიოდი, როდესაც იტალიის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ. ძალიან ბევრი ადამიანი მსჯელობს ჩემს მოღვაწეობაზე, მაშინ როდესაც მათ არ იციან, სინამდვილეში რაც ხდებოდა. საქმე ისაა, რომ კლუბი შემადგენლობის სერიოზულ განახლებას აპირებდა, მაგრამ ის მოთამაშეები, რომლის ყიდვა გვინოდოდა, გუნდში მოწვეულნი არ იქნენ. ყველა დაპირება არ შესრულებულა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რა მდგომარეობაშიც არის ახლა ინტერი,"–განაცხადა ბენიტესმა.
|