როგორც Corriere dello Sport იტყობინება, "რომას" 31 წლის თავდამსხმელი მარკო ბორიელო შესაძლოა მილანის "ინტერში" გადავიდეს არენდის წესით. "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ უკვე აწარმოა მოლაპარაკებები "რომას" სპორტულ დირექტორთან ვალტერ საბატინთან.
ფორვარდზე პრეტენზიას ასევე "ჯენოა" აცხადებს, რომლის რიგებშიც ჩაატარა ბორიელომ გასული სეზონი.
შეგახსენებთ, რომ მარკომ წინა სეზონში სერია A-ში 28 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლის გატანაც მოახერხა.
|