მილანის "ინტერის” ახალგაზრდა მცველი ლუკა კალდიროლა სერია B-ში ითამაშებს და "ბრეშიას” ღირსებას დაიცავს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, შეთანხმება გუშინ გაფორმდა და 21 წლის ფეხბურთელი "ბრეშიაში” განათხოვრების წესით, სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ "ინტერის” შემადგენლობაში კალდიროლა მიმდინარე სეზონის წინ გადავიდა და ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. მან ჩემპიონთა ლიგაზე, მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ ითამაშა.
|