შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ევროპის საუკეთესო 16 კლუბი დააწყვილა. სახელების მიხედვით, ყველაზე შთამბეჭდავად "მილანისა” და "არსენალის” დაპირისპირება მოსჩანს, კიდევ ერთ იტალიურ-ინგლისურ შერკინებას "ნაპოლისა” და "ჩელსის” შორის ვიხილავთ, ყველაზე ნაკლებად კი "ბაზელს”, "ლევერკუზენსა” და ცსკა-ს გაუმართლათ, რომლებიც შესაბამისად "ბაიერნს”, "ბარსელონასა” და "რეალს” შეხვდნენ. მერვედფინალის პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს შედგება, საპასუხოები კი – 6-7 და 13-14 მარტს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ჩემპიონთა ლიგის 2011-12 წლების სეზონის ფინალურ მატჩს გაისად 19 მაისს მიუნხენის "ალიანს-არენა” უმასპინძლებს.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი
ლიონი (საფრანგეთი) – აპოელი (კვიპროსი) ნაპოლი (იტალია) – ჩელსი (ინგლისი) მილანი (იტალია) – არსენალი (ინგლისი) ბაზელი (შვეიცარია) – ბაიერნი (გერმანია) ლევერკუზენი (გერმანია) – ბარსელონა (ესპანეთი) ცსკა (რუსეთი) – რეალი (ესპანეთი) ზენიტი (რუსეთი) – ბენფიკა (პორტუგალია) მარსელი (საფრანგეთი) – ინტერი (იტალია)
|