ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:46
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 9 » ჩემპიონთა ლიგა F ჯგუფი: ინტერი-რუბინი
17:09
ჩემპიონთა ლიგა F ჯგუფი: ინტერი-რუბინი
ჩემპიონთა ლიგა F ჯგუფი
ინტერი-რუბინი

კენჭისყრის შემდეგვე ცხადი გახდა, რომ ეს ჯგუფი უნიკალური იქნებოდა. ჯგუფში, რომლის ოთხივე მონაწილეც თავისი ქვეყნის ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ასპარეზობს, ინტერესი არც გასულ ტურებში დაუკარგავს და ერთადერთია, რომელშიც 5 ტურის შემდეგაც ყველა გუნდს აქვს როგორც შემდეგ ეტაპზე გასვლის, ასევე ჯგუფში ჩარჩენის შანსი.
ძნელია ჯგუფის ცენტრალური შეხვედრის გამორჩევა, მაგრამ ის ალბათ მაინც მილანში გაიმართება. ინტერის და რუბინის წყვილში გამარჯვებული გუნდი შეინარჩუნებს გაპირველების შანსს, ხოლო თუ მატჩი ფრედ დასრულდა, მაშინ შესაძლოა ორივე ეს გუნდი გამოეთიშოს ასპარეზობას. თუ მატჩი ამ გუნდებს შორის გამართული წინა დაპირისპირების მსგავსად 1:1 დასრულდა, მაშინ უკეთეს პოზიციაში ინტერი აღმოჩნდება, რადგან მას ჯგუფის ყველა მატჩი ერთად -რუბინზე მეტი გოლი ექნება გატანილი. მილანელებს აძლევთ ხელს უგოლო ფრეც, აი სხვა საყაიმო შედეგის შემთხვევაში კი იტალიის ჩემპიონს რუსეთის საუკეთესო გუნდი დაჯაბნის. თუ ეს მატჩი მართლაც ფრედ დასრულდა, ხოლო ჯგუფის მეორე შეხვედრაში დინამომ იმარჯვა, მაშინ ინტერიც და რუბინიც გამოემშვიდობებიან ჩემპიონთა ლიგას.
-ინტერმა რუსულ კლუბებს აქამდე გამართულ 13 მატჩიდან 8 მოუგო, 4 ფრედ ეთამაშა და ერთხელ თავად განიცადა მარცხი. საკუთარ მოედანზე კი მილანელებმა 5 შეხვედრა მოიგეს და 1 დათმეს. რუბინმა იტალიის წარმომადგენლებთან ჩატარებულ 3 მატჩში ერთადერთხელ მოახერხა ფრის თამაში, ისიც საკუთარ მოედანზე.
თუ დღეს მასპინძლებმა სტუმრების კარის აღება მოახერხეს, მაშინ ჩემპიონთა თასზე 100, ხოლო ევროტურნირებზე 450 გოლს მოუყრიან თავს.
მართალია, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ინტერი” დამარცხდა, მაგრამ მილანელები გათამაშებას მაინც დამაჯერებლად ლიდერობენ. რაც შეეხება რუბინს, მან უკვე დასრულებულ რუსეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა და ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდა.
ინტერს ტრავმების გამო სანტონი და კუარეშმა, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო კივუ დააკლდება. რუბინის დანაკლისს კი ტრავმირებული შარონოვი და ბუხაროვი შეადგენენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი: სეზარი, ძანეტი, მაიკონი, ლუსიო, სამუელი, კამბიასო, სტანკოვიჩი, მუნტარი, სნეიდერი, ეტო’ო, მილიტო
.
რუბინი: რიჟიკოვი, კალეშინი, სალუქვაძე, ნავასი, ანსალდი, რიაზანცევი, სემაკი, ნობოა, დომინგესი, ბისტროვი, კარადენიზი
_______________________
1ბარსელონა5_2_2_1_5-2_8
2ინტერი___5_1–3_1_5-6_6
3რუბინი___5_1_3_1_4-5_6
4დინამო___5_1_2–2_6-7_5
ნანახია: 1041 | დაამატა: inter | რეიტინგი: 5.0/11
სულ კომენტარები: 6
1 inter  
2
იმედია მოგეწონათ flag3

2 interist  
3
sagool inter magari statiaa gagishanshalebiaaa zmaaoooo inter1 vaaa dajeee axali smilebic sagool sagoool flag2

3 interist  
3
ar mishvebda saitze bevrjer vcade exla prostaa chavcere da shemomishva veraperi gavigeee doctor galiani es ra gaezrooo :D :D sagool

4 interinio  
2
MARTLA SAGOL MAGARI STATIA DA SMAILEBI KI VABSHE SUPER flag3

5 Toldo  
2

6 adribaba  
1
sg inter magari statiaa sg......fre ro damtavrdes interis tamashi rato unda viyot barselonas tamashze damokidebuli chveni gasvlis shansi vin chemi pexebia rubini unda movigot inter1 flag3 loveinter

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter