რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა შედგა, სადაც საკმაოდ საინტერესო წყვილები გამოიკვეთა. ყველაზე დიდ ინტერესს ალბათ ინტერისა და ჩელსის დაპირისპირება იწვევს. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ინგლისური და იტალიური გრანდები დაუპირისპირდებიან, საყურადღებოა, რომ მილანურ კლუბს სწორედ ჩელსის ყოფილი თავკაცი ჟოზე მაურინიო წვრთნის.
აქვე გეტყვით, რომ 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები 16-17 ან 23-24 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩებს კი სავარაუდოდ 9-10 ან 16-17
მარტს ვიხილავთ.
კენჭისყრის შედეგები და დაწყვილებული გუნდები:
შტუტგარტი (გერმანია) - ბარსელონა (ესპანეთი)
. ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) -ბორდო (საფრანგეთი)
. ინტერი (იტალია) - ჩელსი (ინგლისი)
. ბაიერნი (გერმანია) - ფიორენტინა (იტალია)
. ცსკა (რუსეთი) -სევილია (ესპანეთი)
.
ლიონი (საფრანგეთი) - რეალი (ესპანეთი)
. პორტო (პორტუგალია) - არსენალი (ინგლისი)
.
მილანი (იტალია) - მანჩესტერი (ინგლისი)
|