კვირა, 19.05.2024, 18:49
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 3 » ჩმ.ლიგა. ინტერი-ლილი 2:1
13:55
ჩმ.ლიგა. ინტერი-ლილი 2:1


50 000 მაყურებელი
  ინტერი:კასტელაცი,ძანეტი,ლუსიო,სამუელი,კივუ,სტანკოვიჩი,მოტა,კამბიასო,სნეიდერი(ალვარესი,67),სარატე(პაცინი,79,მილიტო(ობი,90).   ლილი:ლანდრო,დებუში,როზენალი,ჩეჟუ,ბერია,კოული(პიე,71),მავუბა,პედრეტი,აზარი,იელენი(დე მელო,46),სოუ(ობრანიაკი,60).
 გოლები:სამუელი,19(1:0).მილიტო,65(2:0).დე მელო,84(2:1)
მიმდინარე სეზონში არასტაბილურად მოასპარეზე "ინტერმა" ფრანგულ გუნდის წინააღმდეგ შემტევითი ტაქტიკა აირჩია,მეტოქეს თავიდანვე სრაფი ფეხბურთი შესთავაზა და მილიტოს რომ ეყოჩაღა, ნერიაძური უკვე პირველსავე წუთზე გახსნიდა ანგარიშს.მეკარესთან პირისპირ გასულმა არგენტინელმა ლანდროს თავზე გადაუგდო,მაგრამ"ლილის"კარი ხარიხამ იხსნა. თუმცა, სტუმრები მაინც ვერ გადაურჩნენ სწრაფ გაშვებულ გოლს,თან მდევრილს როლში მაშინ აღმოჩნდნენ,როცა თამაში უკვე გათანაბრებული ქონდათ - სარატეს მიერ მოპოვებული კუთხური ვესლი სნეიდერმა შეასრულა,საჯარიმოსი კი ვალტერ სამუელი ახტა ყველაზე მაღლა და ლანდროს აუღებელი თავური დაურტყა.პირველი ნახევრისათვის დარჩენილ 25 წუთში ორივე გუნდის კართან შეიქმნა რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო მომენტი,თუმცა მეკარეებიც საიმედოდ მოქმედებდნენ,მცველებიც და ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმი ზუსტად ისე დაიწყო,როგორც პირველი,მილიტომ კვლავ აპროცენტიანი მომენტი გააცუდა, თან ორჯერ!!! ჯერ იყო და დეიან სტანკოვიჩს ვერ დაუფასა თავით შესანიშნავი გადაცემა,მერე კი სარატესთან და იგივე სტანკოვიჩთან ერთად აღმოჩნდა ლანდროსთან პირისპირ და იმის მაგივრად, რომ პასი გაეკეთებინა თანაგუნდელებისთვის სუსტი დარტყმით ბურთი მეკარეს ჩააბარა.თუმცა,პრინცმა მაინც გაიტანა და პირველ რიგში ამას თავის თანამემამულე,უბერებელ ცოცხალ ლეგენდას კაპიტან ხავიერ ძანეტის უნდა უმადლოდეს,რომელმაც მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავი რეიდი განახორციელა და ცარიელი კარის წინ მდგომ თანამემამულეს ბურთი ფეხზე დაასვა და "ინტერი" ორ ბურთიანი ფორით გავიდა წინ."ლილიმ" კი გაიბრძოლა ბოლოსკენ,მაგრამ ნერიაძურის დაცვის მორიგი უხეში შეცდომა რომ არა,დე მელო იმ პრესტიჟის გოლსაც ვერ გაიტანდა და "ინტერი" ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგებდა. თუმცა შავ-ლურჯებმა ასეც განიმტკიცეს ჯგუფში ლიდერობა და მდევრებს უკვე 4-4ქული გაასწრეს.
 

კატეგორია: ინტერნაციონალე | ნანახია: 666 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 interelia  
0
პირველ რიგში გილოცავთ ამ გამარჯვებას. მოდი პირდაპირ ვიტყვი და წუხანდელი ღამე არ იყო მილიტოსი მიუხედავად იმისა გოლი გაიტანა...იმენა ტიპმა გამომაცენზურა,რეები მაზა. კიდევ კარგი არ მიყურებია თამაშისთვის თორემ წნევა ამიწევდა. წეღან ვნახე ინტერის რუსულ საიტზე თამაშის მიმოხილვა. ბევრ ვერაფერს ვერ ვიტყვი ამ თამაშზე, 14 წუთიანი ვიდეოს ნახვით მე ვერანაირ ანალიზს ვერ გავაკეთებ და იქნებ თქვენ თქვათ რამე. დაცვა ჩავარდა მაგრამ ეს არ ყოფილა პოზიციური შეცდომა, სტანკოვიჩი ვერ მიწვდა ბურთს წაიქცა და ლუსიო კი არ ელოდა ეგეთ უაზრობას.. ნუ მაინც დაცვის ბრალია. ახლა ტრაბზონს გავუგოროთ თუნდაც ფრე თურქეთში ძალების შენახვით და ეგაა.რამდენი მადლობა უხადა მილიტომ კაპიტანს გოლის დროს... იმენა გადაარჩინა ძანეტიმ მილიტო კრიტიკას, მაინც მოხვდება კაი მწარე კრიტიკა დიეგიტოს მაგრამ მაინც flag3 :flag3: flag3

2 nerazuri  
0
gilocavt interlebo,es ertid a sxva mravali...me ar miyuebia tamashistvis amra momentebi dzna bevri iyo vnaxe,militom ro amrtla dzan kai burtebi gamaza

3 inter  
0
flag3 flag3 flag3 flag3 flag3

kide kai eg tamashi moviget ----

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter