მილანის "ინტერს” ვეტერანი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი 2 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება. Sportmediaset-ის ცნობით, სერბმა პრობლემური მყესების საბოლოო მკურნალობა და საოპერაციო მაგიდაზე დაწოლა გადაწყვიტა. იტალიურ პრესაში ვარაუდობდნენ, რომ ნახევარმცველი თავის გუნდს მილანურ დერბიში დაეხმარებოდა და შემდეგ დაწვებოდა დანის ქვეშ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
არაა გამორიცხული, "ნერაძურის” ხელმძღვანელებმა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სტანკოვიჩის შემცვლელი გადაიბირონ.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის სერბი "ინტერში” 2004 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში, მან მილანელთა მაისურით 306 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 41-ჯერ აიღო.
|