მთავარი » 2012»იანვარი»27 » დეიან სტანკოვიჩი მოედანს შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს
16:25
დეიან სტანკოვიჩი მოედანს შესაძლოა, რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს
მილანის "ინტერის" სერბი ნახევარმცველი დეიან სტანკოვიჩი, რომელმაც აქილევსის მყესი დაიზიანა, მოედანს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.
თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებდა. თუმცა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და დღეიდან სერბი ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშებს.
მიმდინარე სეზონში სტანკოვიჩმა "ინტერის შემადგენლობაში სერია A-ში 10 მატჩი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.