"მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გუნდის მომავალ მეტოქე მილანის "ინტერზე” ისაუბრა.
"იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეტოქე გუნდი ჩემპიონატში ლიდერებს შორის არ არის, მათ მიმართ პატივისცემა მაინც უნდა გამოვხატოთ. "ნერიაძურის” შეტევაში საკმაოდ კვალიფიციური მოთამაშეები ჰყავს – მილიტო, ფორლანი, სარატე, პაცინი. არ დაგვავიწყდეს არც სნეიდერი. ის "ინტერი”, რომელიც სეზონში სამ ტიტულს იგებდა, უკვე წარსულია. ეს იყო დიდებული გუნდი, რომელსაც ლეგენდარული მწვრთნელი თავკაცობდა”, – აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.
|