"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ, რომელმაც მილანურ დერბიში ერთადერთი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ სატურნირო მდგომარეობის მხრივ, ეს თამაში მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.
მილიტომ გოლი "ინტერის" გულშემატკივრებს მიუძღვნა.
"მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ბრწყინვალედ ვითამაშეთ და ბრწყინვალე გუნდი დავამარცხეთ. ვიცოდით, რომ ეს რთული იქნებოდა, მაგრამ კონცენტრაცია შევინარჩუნეთ.
ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო, სატურნირო მდგომარეობის და მორალური თვალსაზრისით. დერბიში მოგება საუკეთესო შედეგია, განსაკუთრებით გულშემატკივრებისთვის. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ჩემი გოლი მივუძღვნა", - თქვა მილიტომ.
|