მილანის "ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი "პარმასთან” ანგარიშით 5:0 გამარჯვების შემდეგ მეტად გახარებული ჩანდა.
"მოხარული ვარ იმით, რომ იმ ორმოდნ ამოსვლა მოვახერხეთ, რომელშიც სეზონის დასაწყისში ვიმყოფებოდით. ამ თამაშმა ჩვენს მიმართ კრიტიკას გასცა პასუხი. ახლა საჭიროა ამ წარმატებული სვლის გაგრძელება, ხოლო ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერები გავხდებით”, – აღნიშნა ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის პირველობაზე "ინტერს” მორიგი მატჩი თანაქალაქელ "მილანთან” ელის. შეხვედრა 15 იანვარს, ჩვენი დროით 23:45 წუთზე დაიწყება.
|