ინტერის მცველმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ მას და მის გუნდელებს ჯერათ, რომ "ინტერს" 2011-2012 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ იტალიელელბმა ლიგა უკანასკნელად 2010 წელს მოიგეს, 2011 წელს კი 1/4 ფინალში "შალკესთან" გამანადგურებელი ანგარიშით დაემშვიდობნენ ჩემპიონატს.
ძანეტიმ ასევე აღნიშნა, რომ ინტერი ამჟამად ცუდად გამოიყურება, თუმცა იმედოვნებს, რომ მეორე წრიდან ისინი შედეგს გააუმჯობესებენ.
ჩვენ დაკისრებული მოვალეობის უდიდესი ნაწილი უკვე შევასრულეთ. ინტერი კრიზისიდან გამოდის." - განაცხადა მატჩის შემდგომ არგენტინელმა მცველმა.
გვჯერა თუ არა, რომ ლიგის მოგება შეგვიძლია ? ჩვენ დღითი დღე ვუმატებთ თამაშის დონეს და მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც მიაჩნიათ, რომ თავისუფლად შეგვიძლია კვლავ მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის თასი. - განაგრძო ხავიერმა.
ჩემპიონთა ლიგა უცნაური ჩემპიონატია. ნამდვილად ვერ მიხვდები როგორი მეტოქე შეგხვდება 1/8 ფინალში. ვიმედოვნებ, რომ თებერვალში ბევრად კარგ ფორმაში ვიქნებით.
გუშინდელმა ღამე შესანიშნავად დასრულდა ჩვენთვის. სან სიროზე გამარჯვებით ყველა გახარებულია განსაკუთრებით კი მილიტო. მას ჭირდებოდა გოლის გატანა.
მილიტო ბევრს მუშაობს გუნდისთვის. დიეგო მოედანზე ძალებს არ ზოგავს და მთელი ძალით თამაშობს. მან გუშინ დაიმსახურა გოლის გატანა. - დაასრულა ძანეტიმ.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინ ინტერმა ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე ლილის 2:1 სძლია. მილიტომ კი მატჩში ანგარიში გახსნა.
|