მილანის "ინტერის" კაპიტანი ხავიერ ძანეტი მოგებით კმაყოფილი დარჩა იტალიის თასის მატჩში,სადაც მათ "ჯენოა" დაამარცხეს.
გავიხსენოთ,რომ ნერაძურიმ მატჩი 2–1 მოიგო,გოლები კი საკუთარ აქტივში მაიკონმა და პოლიმ ჩაიწერეს."ჯენოამ" კი ერთადერთი გოლის გატანა მსაჯის დამატებულ წუთებზე გაიტანა.
"ძალიან კარგია რომ ვაგრძელებთ წაუგებელ სერიას.ჩვენ მოვიგეთ დერბი "მილანთან" ახლა კი იტალიის თასზე "ჯენოა" გამოვთიშეთ",–განაცხადა ხავიერ ძანეტიმ Inter Channel–თან ინტერვიუში."ახლა ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ შემდეგ მატჩზე სადაც ჩვენ "ლაციოს" ვხვდებით".
ასევე არგენტინელმა ისაუბრა ფორლანზეც,რომ ფორლანს კიდევ შეუძლია დაეხმაროს "ინტერს":"მე დიეგოს ველაპარაკე.ჩვენ ვიმედოვნებთ,რომ დიეგო მალე დაგვიბრუნდება და მნიშვნელოვნად დაეხმარება გუნდს".
|