მილანის ”ინტერის” ვეტერანმა ფეხბურთელმა, ხავიერ ძანეტიმ, განაცხადა, რომ ”ნერაძური” ეცდება ზამთრის შესვენებამდე ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვოს, რათა მილანელებმა სეზონის პირველი ნახევარი წარმატებით, ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულონ.
”წითელი ბარათი ჩემს იტალიურ კარიერაში პირველად მივიღე და ერთი მატჩის გამოტოვება მომიწია, მაგრამ ეს არ არის მთავარი – მთავარი ის არის, რომ ”უდინეზესთან” მარცხის შემდეგ, გუნდი გონს მოეგო და ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.” – განაცხადა ძანეტიმ Sky Sport Italia-თან საუბარში.
”იმედი მაქვს, საშობაო შესვენებამდე ყველა დარჩენილ თამაშს მოვიგებთ. დავამარცხებთ თუ არა ”ჯენოას”? – გენუელებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ, ისინი დღითიდღე ვითარდებიან. წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.”
|