მილანის "ინტერის” კაპიტანი ხავიერ ძანეტი მომავალს ოპტიმიზმით უყურებს. ვეტერანი არგენტინელი თვლის, რომ 2012 წელი "ნერიაძურის” იქნება.
"ჩემი აზრით, ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ყველა ფრონტზე წარმატებით ვიბრძოლოთ”, – საუბრობს არგენტინელი ფეხბურთელი.
"ვიცით, რომ ლიდერებს ცოტათი ჩამოვრჩებით და შეგვიძლია მათ კიდევ უფრო დავეწიოთ. ისიც ვიცით, რომ წინ რთული შეხვედრები გველის, თუმცა "ინტერი” ყველაფრისთვის მზადაა. ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული”, – განაცხადა ძანეტიმ.
|