როგორც L’Equipe იტყობინება, მილანის ინტერისა და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო სეზონის მეორე ნახევარს იჯარით ესპანურ ესპანიოლში გაატარებს. დღეს შემტევი ნახევარმცველი ბარსელონაში ჩავა, რათა კატალონიურ კლუბთან კონტრაკტს მოაწეროს ხელი. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნერაძურიში 2010 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან 5 თამაში ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა.
|