"ნაპოლის” ნახევარმცველი ვალტერ გარგანო იტალიის თასის მეოთხედფინალში მილანის "ინტერის” შემტევ უესლი სნეიდერთან მომხდარი ინციდენტის შესახებ საუბრობს.
"ის ძალიან ცუდად მოიქცა, ლამის ფეხი მომტეხა, – საუბრობს გარგანო. – მომხდარმა ძალიან გამაბრაზა. ისიც არ ვიცი, როგორ მოვახერხე ემოციებთან გამკლავება. მისთვისვე არის კარგი, რომ დაწყნარება შევძელი. ვფიქრობ, რომ სნეიდერი არ გარისკავს და მოედანზე აღარ გამეკარება”.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლიმ” "ინტერი” გათამაშებას გამოთიშა, ნახევარფინალში კი ნეაპოლელებს "სიენა” ელით.
|