Sky Sport24-ის ცნობით, მილანის "ინტერი” პორტუგალიური "პორტუს” ნახევარმცველის, ფრედი გუარინის გადაბირებასთან ძალზე ახლოსაა. დიდი შანსია, ტრანსფერი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიციალურად გაფორმდეს. სავარაუდოდ, იტალიელები კოლუმბიელს 6-თვიანი იჯარით აიყვანენ. მის სანაცვლოდ, ევროპის ლიგის მოქმედი ჩემპიონი მილიონნახევარ ევროს მიიღებს. "ნერაძური” 25 წლის ნახევარმცველს ზაფხულში გამოისყიდის და პორტუგალიელებს 11 მილიონ ევროს გადაუხდის.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ კვირებში, გუარინის სახელს ტურინის"იუვენტუსსაც” უკავშირებდნენ. ცნობისათვის, კოლუმბიელი "პორტუში” 2008 წლიდან ასპარეზობს. მან "დრაკონების” მაისურით 63 მატჩი ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა.
|