მილანის "ინტერის” კოლუმბიელი ნახევარმცველი, ფრედი გუარინი აცხადებს, რომ მან კარგად დაისვენა და ახლა მხოლოდ "ნერაძურიზე” ფიქრობს.
შეგახსენებთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედს”, "ტოტენჰემსა” და "ანჟის” სურდათ.
"ჩემს ოჯახსა და მეგობრებს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან მათთან ერთად მშვენივრად დავისვენე. ახლა კი, მხოლოდ "ინტერზე” ვფიქრობ”, – აღნიშნა გუარინმა.
|