La Gazzetta dello Sport : გურკუფი ინტერში?
საფრანგეთის ბორდოს ნახევარმცველმა იოან გურჯუფმა შესაძლოა საფრანგეთი დატოვოს და მილანის ინტერში გადავიდეს, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport იტყობინება.
ბორდო მასში 15 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდაზეც სავარაუდოდ "ნერაძური" თანახმაა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ გურკუფი ინტერის მთავარი მტრის, მილანის რიგებში გამოდიოდა.
|